12:03 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

რაც მეტი ქორწილი იქნება და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ – ამირან გამყრელიძე

რაც მეტი ქორწილი იქნება და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ – ამირან გამყრელიძე

„რაც მეტი ქორწილი იქნება და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ დიდი შეკრებებისგან“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, გურიაში ახალი კლასტერის გაჩენა სწორედ ქორწილს უკავშირდება.

 

„გურია მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა განგაშის საფუძველი არ არის – გუშინ გვქონდა სამი შემთხვევა და დღეს დილით, კიდევ ერთი დაემატა. გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში.

 

ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან, ამიტომ, ეს მოწოდება რამდენჯერმე გავაკეთეთ – ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, კანონით აკრძალულია ას ადამიანზე მეტის შეკრება. განსაკუთრებით მომატებულია რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება და რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ დიდი შეკრებებისგან. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელების“- განაცხადა გამყრელიძემ.

 

როგორც ცნობილია, ოზურგეთში, კოვიდინფიცირებული კაცი ბათუმში, 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა.

ავტორი: Prime Time

X