
გიორგი შაქარაშვილის საქმის ცამეტტომიანი საქმიდან არასრულწლოვნების სატელეფონო საუბრის ჩანაწერები ვრცელდება.
ასევე საჯარო ხდება ის მიმოწერები, რომელიც 19 ივნისიდან მეგობრებს შორის ხორციელდებოდა და აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამოღებულია ბრალდებულ ირაკლი მუმლაძის საქაღალდიდან. უცნობია ის ახორციელებს, თუ არა სატელეფონო ზარს. ერთი წუთის განმავლობაში პირი საუბრობს მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიებზე, ასახელებს ერთ-ერთ არასრულწლოვანს და ნერვიულობს, რომ არ მოხდეს მისი დაკავება.
„ს.ჩ – მაბოლებ ძმა?
ს:ჩ – დებილს ვგავარ?
—-აუუუუუ
სჩ – რა აუ?
ს:ჩ – ანუ მესმის რო შენ სასტავს და ბარნაბას და ვიღაცებს რაღაც უთანხმოება გაქვთ, მაგრამ დანარჩენ ბავშვებსაც შარში ნუ გახვევთ“, – აღნიშნულია ჩანაწერში.
„აუ რავი რა ძმა, მე არ ვიცი იქ წესიერად რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ მე ასე მგონია მე, რომ ვყოფილიყავი სხვანაირად მოხდებოდა. ჩემო … ისე ვნერვიულობ ვერცერთი მელაპარაკებით ნორმალურად რა მოხდა, კი ვხვდები მაგრამ … ბოლომდე მინდა მასე არ იყოს როგორც ვხვდები. „ლიჟბი“ ჩვენები კარგად იყვნენ და „დალშე“ ძმა სულ … ვინ როგორ იქნება. აი ქანაშვილზე, რომ გავიგო რამე მოუვიდა ძმა და ღმერთმა დაიფაროს და „სროკზე“ გაიჩითოს… არ ვლაპარაკობ ისეთ რაღაცას, ხომ აზრზე ხარ, რომ ტელეფონში სალაპარაკო არ იყოს. აი კი არ გავგიჟდები, აი …. ძმა. აი, სულ მაგაზე მეფიქრება ძმა ვინც რაზე არ უნდა მელაპარაკოს ძმა, სულ მაგაზე ვფიქრობ „ლიჟბი“ კარგად იყოთ თქვენ რა“, – აღნიშნულია ჩანაწერში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.























