18:11 | 2020-03-20 ავტორი: თამთა თორდია

რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ – თენგიზ ცერცვაძე

რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ – თენგიზ ცერცვაძე

„პრაიმტაიმის“ აღმოჩენას, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი საქართველოში თავისუფალ გაყიდვაშია, თენგიზ ცერცვაძე თავისი განცხადებით, ფაქტობრივად ადასტურებს:

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა წამალზე რა  ბრძანებაც გუშინ გასცა. ამავე წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც ე.წ მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული.

 

„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ.

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ამავე თემაზე:

 

კორონავირუსის სამკურნალო წამალი საქართველოს აფთიაქებში აღმოჩნდა
2020-03-20კორონავირუსის სამკურნალო წამალი საქართველოს აფთიაქებში აღმოჩნდა
აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა
2020-03-19აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა

ავტორი: თამთა თორდია

X