
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს ეკატერინე ტიკარაძემ და თამარ გაბუნიამ ისრაელიდან ჩამოსულ სამედიცინო მკვლევარებთან.
თამარ გაბუნია და ეკატერინე ტიკარაძე თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შეხვდნენ.
ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.























