
„პირბადეები რჩება ჩვენს ყველაზე დიდ თავის ტკივილად, ამას ვერ მოვერიეთ, ამის პერსპექტივაც ცუდი გვაქვს, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ეს პრობლემა გადაუჭრელად რჩება.
„40 პროცენტი იყო, ახლა 60 პროცენტამდე მოიმატა, ევროპის ქვეყნებში 90-95 პროცენტია, იქაც კი, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ორი მესამედია. ერთადერთი ისრაელმა მოხსნა, ისიც გარე სივრცეში. საქართველოსთვის პირბადეები კოვიდის სფეროში ყველაზე სერიოზულ პრობლემად დარჩება. სხვა ყველა პრობლემა ან გადაჭრილია, მხედველობაში მაქვს პაციენტების მკურნალობა და მოვლა, ან გადაიჭრება, ვგულისხმობ ვაქცინაციას. პირბადეებზე ყველა უნდა მოგვეხმაროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე ნახეთ: წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება – სასიამოვნო პროგნოზი თენგიზ ცერცვაძისგან






















