
შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს.
„ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული მონიტორინგი. ველოდებით ანალიზებს. იგეგმება რეაბილიტაციური ღონისძიებები. რეაბილიტაცია მოიცავს გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს და ასე შემდეგ. რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება რეაბილიტაციას, გააჩნია ანალიზებს“, – ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, სააკაშვილის მრავალპროფილუ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარიამ პარლამენტში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. ის ახლა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის მკურნალობის კურსს.






















