
ზოგჯერ ბავშვის გაჩენის სურვილი ქალს უკიდურესი ზომებისკენ უბიძგებს. გთავაზობთ ყველაზე საშინელ დანაშაულებს, რომლებსაც ერთი მოტივი ჰქონდათ – დამნაშავეებს დედობა სურდათ.
ლიზა მონტგომერი

2004 წლის 16 დეკემბერს ბეკი ჰარპერი ამაოდ ელოდა ქალიშვილს, რომელსაც ის სამსახურიდან უნდა წაეყვანა. მან შვილს სახლში მიაკითხა და თვალწინ შემაძრწუნებელი სურათი გადაეშალა – ბობი მკვდარი იყო, მუცელი – გაჭრილი და ბავშვი (რომელიც 36 კვირის ჩანასახი იყო), გამქრალი.
ეჭვი აიღეს დარლენ ფიშერზე – ქალზე, რომელსაც სურდა ბობისგან რეთ-ტერიერის ლეკვის ყიდვა. ეჭვმიტანილს მოკლულ ქალთან დარეკილი ჰქონდა, მაგრამ დანაშაულის შემდეგ მას კვალი აღარ დაუტოვებია. გამომძიებლებმა ამ რეგიონში ვერ იპოვნეს დარლენ ფიშერი, რამაც აფიქრებინა, რომ მკვლელმა შესაძლოა, გამოგონილი სახელი გამოიყენა. ისინი მართლები აღმოჩნდნენ – სინამდვილეში, გამტაცებელს ლიზა მონტგომერი ერქვა.
ბავშვის ძბნა დაიწყეს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ არავინ იცოდა, როგორ იყო ის გარეგნულად. გამოჩნდნენ შემთხვევითი მოწმეები, რომლებმაც პოლიცია ლიზამდე მიიყვანეს. დაპატიმრების დროს ხელში მოპარული ბავშვი ეჭირა და უყურებდა ახალი ამბების გამოშვებას, დაკარგული ბავშვის შესახებ. მონტგომერი სიკვდილით დასაჯეს.
ეშლი უეიდი

2015 წლის 20 დეკემბერს, ანჟელიკ სატონი ნიუ-იორკის საქალაქო სასამართლოში მიდიოდა, პატრიკ ბრედლისთან ქორწინების რეგისტრაციისთვის. გზად მეგობართან – ეშლი უეიდთან შეიარა, საქორწილო საჩუქრის ასაღებად.
წარმოუდგენელი რამ მოხდა. ეშლიმ ანჟელიკს ყელში ჩაარტყა დანა, დაუზიანა ხმის იოგები. უბედური ქალი ყვირილსაც კი ვერ ახერხებდა. შემდეგ ეშლიმ ფეხმძიმე ქალს მუცელი და საშვილოსნო გაუჭრა და ბავშვი ამოიყვანა. ამის შემდეგ, დამნაშავემ დაურეკა მეგობარს, ენდრიუ პრაილოუს და უთხრა, რომ მას შეეძინა შვილი. ამავე დროს, ქალმა აღნიშნა, რომ ვიღაც მოკლა. ენდრიუს ეშლის სახლში ანჟელიკას გამოფატრული სხეული დახვდა.
მას ეჭვი არ შეპარვია, რომ ბავშვი ნამდვილად ეშლის შეეძინა – იატაკზე ბევრი სისხლი იყო და მისი მეგობარი კი თვეების მანძილზე აჩვენებდა, რომ ორსულად იყო.
მას ეს ადრეც გაუკეთებია. 2013 წელს ეშლიმ ყველას განუცხადა, რომ ცხრა თვის განმავლობაში ელოდა ბავშვს, შემდეგ კი თქვა, რომ გააჩინა, მაგრამ ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
კორინა რობერტსი

2009 წლის ივნისში ორეგონის მკვიდრს, იან შუბინს დაურეკა მეგობარმა გოგონამ, კორინა რობერტსმა და უთხრა, რომ მშობიარობდა. როდესაც სახლში მივიდა, იპოვა ახალშობილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები არ ჰქონდა. საავადმყოფოში, სადაც ქალი და ბავშვი გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, კორინას კი არასოდეს უმშობიარებია.
ქალის სახლში ჩხრეკისას იპოვნეს ჰეზერ სნაიველის ცხედარი, რომელიც ბავშვის ნამდვილი დედა აღმოჩნდა. კორინამ მოკლა იგი და ბავშვი საშვილოსნოდან ამოიყვანა.
ჰეზერი და კორინა შეხვდნენ სოციალური ქსელის საშუალებით. მომავალ დედას სურდა ახალშობილისთვის ნივთების ყიდვა, კორინამ შესთავაზა, რომ მას ჰქონდა საჭირო ნივთები და თუ ესტუმრებოდა, გაატანდა. მასთან მისულ ჰეზერს პოლიციის ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა და როდესაც მოკლა, ხალიჩაში გაახვია და სარდაფში მიმალა.
ბავშვი ძალიან ადრე დაიბადა და პირველი ამოსუნთქვის გაკეთება ვერ შეძლო. ბავშვისა და მისი დედის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გასაჩივრების უფლების გარეშე.
გლორია უილიამსი

18 წლის ალექსის მანიგო თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მისი 51 წლის დედა, გლორია უილიამსი დააკავეს ბავშვის გატაცებისთვის. კიდევ უფრო გაუკვირდა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში მსხვერპლი თავად იყო.
გამომძიებლებმა აუხსნეს გოგონას, რომ ქალმა, რომელსაც იგი დედად მიიჩნევდა, მედდის ტანისამოსით შეაღწია სამშობიარო ოთახში და 1998 წელს გაიტაცა ბავშვი, კამია მობელი, რომელიც სულ რამდენიმე საათის იყო. გლორიამ დაარქვა გოგონას ალექსის მანიგო და დაიწყო მისი აღზრდა.
დანაშაული გახმაურდა ჯექსონვილში და მიმდებარე ტერიტორიებზე. გააფრთხილეს ქალაქის სამსახურები. გოგონას ვერტმფრენით ეძებდნენ. პოლიციამ სავარაუდო მოწმეებისგან ათასობით შეტყობინება მიიღო, მაგრამ გატაცებული ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ალექსის ნამდვილ დედას არასდროს ჩაუქნევია ხელი, რომ ერთ დღეს მისი ქალიშვილი გამოჩნდებოდა. ყოველ წელს, მისი დაბადების დღეს, მაცივარში იდო მისთის განკუთვნილი ტორტის ნაჭერი.
ერიკა გიზელა მირანდა-ალვარესი

2017 წლის 19 დეკემბერს ერიკა გიზელა მირანდა-ალვარესი შეიჭრა კაროლინა ფლორესის სახლში და სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ თან წაიყვანა კაროლინის ქალიშვილი – შამალი, რომელიც ექვსი კვირის იყო.
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ერიკამ ტრაგედია გადაიტანა. მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე დაკარგა ბავშვი, მაგრამ ამის შესახებ არავის უთხრა, ბავშვის მამასაც კი.
ის თავს ორსულად აჩვენებდა და კაროლინის მკვლელობის შემდეგ მისი ქალიშვილი თავისად გაასაღა. პოლიციამ და FBI- მ სასწრაფოდ იპოვნეს გამტაცებელი. ერიკა და მისი მეგობარი ბიჭები დააკავეს იმ მომენტში, როდესაც ისინი ბავშვთან ერთად ტოვებდნენ ქალაქს.
უცნობი

1997 წლის აპრილში, უცნობმა დამნაშავემ სამი წლის ზეფანი გაიტაცა. იყვნენ მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დანაშაულის დროს მათ დაინახეს მედდად გამოწყობილი ქალი.
გამტაცებელი მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მისი სახელი ჯერ კიდევ უცნობია, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში მან ზეფანი თავის ქალიშვილად გაზარდა და საზოგადოებამ შეიძლება გოგონას ავნოს.
ბედნიერი დამთხვევით, ზეფანი შევიდა სკოლაში, სადაც მისი ნამდვილი და სწავლობდა და მათმა თანაკლასელებმა შენიშნეს, რომ გოგონები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დნმ ტესტი დაეხმარა სიმართლის გარკვევაში.
ზეფანის გამტაცებელმა განაცხადა, რომ მან გოგონა კი არ მოიტაცა, არამედ გამოიყვანა საავადმყოფოდან მას შემდეგ, რაც ფული გადაუხადა ქალს, რომელმაც ბავშვი გადასცა. სასამართლომ არ დაიჯერა ამ ვერსიის და გატაცებაში დაადანაშაულა.
ნადინი ფეი მანუკაუ-ტოგიავალუ და სიდნეი ტულაპაპა

2017 წლის 9 აგვისტოს, ახალ ზელანდიაში 21 წლის ნადინი და 19 წლის სიდნეი შეიჭრნენ სახლში ოკლენდთან და გაიტაცეს ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ორი კვირის. ბავშვი მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ იპოვნეს.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ნადინი დიდხანს აჩვენებდა თავს, ვითომ ფეხმძიმედ იყო და ცრუ მუცელი ეკეთა. მან მომავალი დედისთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულებაც კი აიღო. გოგონები დაიჭირეს. მათ ბრალი ქურდობასა და გატაცებაში ედებოდათ.
ლინდა კარტი

2001 წლის 16 მაისს სამი მამაკაცი და ერთი ქალი შეიჭრნენ ჯოანა როდრიგესის სახლში და გაიტაცეს თავის სამდღიან ბავშვთან ერთად. დედა საბარგულში ჩააგდეს და პირი წებოვანი ლენტით დაუხშეს. ის გარდაიცვალა.
პოლიციამ სწრაფად შეძლო ერთ-ერთი კრიმინალის ამოცნობა. ის აღმოჩნდა ლინდა კარტი – ჯოანას მეზობელი, რომელსაც წარსულში რამდენიმე აბორტი ჰქონდა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარყო მისი მონაწილეობა გატაცება-მკვლელობაში, მან პოლიციას აჩვენა მნქანა, სადაც ცხედარი იყო მოთავსებული.
ალინერ რობერტა ფაგუნდესი

38 წლის, ბრაზილიელ ალინერ რობერტო ფაგუნდესს, ბრალი ედებოდა 18 წლის გაბრიელ ბარსელოზ სილვას მკვლელობასა და მისი მომავალი შვილის გატაცებაში. ალინერმა ორსული ქალი მიიყვანა თავის სახლში, დაალევინა ტრანკვილიზატორების შემცველი სასმელი, ხოლო როდესაც დაზარალებულს დაეძინა, მუცელი გაუჭრა და ბავშვი ამოიყვანა.
შემდეგ მან მსხვერპლის სისხლი წაისვა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ექიმებს უთხრა, რომ ბავშვი ქუჩაში შეეძინა.
ალიერნი და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ქალის გამოკვლევის შემდეგ ექიმები მიხვდნენ, რომ ბავშვი მას არ ეკუთვნოდა. ამასობაში, ალინერის 14 წლის ვაჟმა სახლში ცხედარი იპოვა და პოლიცია გამოიძახა.
დაკითხვის დროს ალინერმა თქვა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რადგან საყვარელი ემუქრებოდა, თუ ისევ აბორტს გაიკეთებდა, მიატოვებდა. განსაცდელის მიუხედავად, ბავშვი გადარჩა.
წყრო: https://listverse.com






















