
კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილებად თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვთ ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 904 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.























