
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 326 441 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 329 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 306 264-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
თბილისში კორონავირუსის 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
აჭარა – 79, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.






















