17:53 | 2020-06-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

რეგულაციები, რომლის დაცვაც სავაჭრო ცენტრში ყველასთვის სავალდებულოა!

რეგულაციები, რომლის დაცვაც სავაჭრო ცენტრში ყველასთვის სავალდებულოა!

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები გაიხსნა. მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი.

 

სავაჭრო ცენტრში იმოქმედებს ახალი რეგულაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის:

 

სავაჭრო ცენტრში შესვლისას აუცილებელია:

 

ტემპერატურის შემოწმება

 

დეზობარიერის გავლა

 

სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება

 

პირბადის გამოყენება

 

სავაჭრო ცენტრში ყოფნისას მომხმარებლებმა:

 

არ უნდა მოიხსნან პირბადე

 

უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთთან

 

ლიფტებში:

 

დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი

 

მომხმარებლები უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან

ავტორი: თეონა ყაჭიური

X