
მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ამ პროცესში რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია,- ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად არის დარღვევები, როდესაც სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რაც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ხდება ბევრი ადამიანის ერთობლივად, ერთ სივრცეში თავშეყრა.
მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი,კვების ობიექტები, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია“, – განაცხადა ფერაძემ.























