
ბაგა-ბაღებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან იწყება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განისაზღვრა რეკომენდაციები, რომლის დაცვაც სწავლის დაწყების შემდეგ ბაღებმა უნდა დაიცვან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განამრტავენ, საბოლოო პროტოკოლზე ბიზნესომბუდსმენთან შეთანხმება დღეს მოხდება.
მანამდე კი, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც ბაღებში სწავლის დაწყების შემდეგ უნდა იყოს დაცული:
იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება.
გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ოთახი, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა.
შეზღუდვები იქნება ასევე ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელმა მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს და გააფრთხილოს ბაღის ადმინისტრაცია, რომ მას ბავშვის გაყვანა სურს.
ასევე განისაზღვრა რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვის შემთხვევაში.
უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რათა ბავშვების რაოდენობა იქნეს დაბალანსებული ჯგუფში.
იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან, განსაკუთრებით ისეთი სათამაშოების, რომლის დეზინფექცია რთულია.
სათამაშოების რეცხვაც უნდა მოხდეს 37 გრადუსზე, მისი გაშრობის პროტოკოლიც მოგვიანებით დამტკიცდება






















