10:56 | 2020-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რეკორდული ზრდა – საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4780 ადამიანი დაინფიცირდა

რეკორდული ზრდა – საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4780 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4780 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე.

 

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  3489 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37 პაციენტი.

 

 

დაპნდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 123470 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 102270 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1161-ს მიაღწია. 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X