14:56 | 2021-01-18 ავტორი: Prime Time

რელიგიები ცდილობენ, რომ “აჯობონ” პანდემიას და პანდემიის კერებად იქცნენ – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

რელიგიები ცდილობენ, რომ “აჯობონ” პანდემიას და პანდემიის კერებად იქცნენ – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

“ეს ხომ პირველი პანდემია არ არის ცივილიზაციის ისტორიაში, ყველა ჯერზე რელიგიები ცდილობენ, რომ “აჯობონ” პანდემიას და ამ თავისი ჭიდილით, რაღაცნაირად, ყველა ჯერზე იქცნენ პანდემიის კერებად, აფეთქების კერებად, იმიტომ, რომ არ უსმენენ მეცნიერებას, არ დაუგდეს ყური მედიცინას”, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახურმა, რუსუდან გოცირიძემ “ბიზნეს ფიდ-თან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც მის და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ირგვლივ არსებულ აქტუალურ კითხვებს უპასუხა.

 

ინტერვიუს დროს მეუფე რუსუდანმა “ლგბტ” თემზე და მათი უფლებების დაცვაში ბაპტისტური ეკლეესიის როლზეც ისაუბრა.

 

“ჩემთვის ქრისტიანობა არის დევნილის, მიუსაფარის, გარიყულის, მიუღებლის გვერდში დგომა, თორემ ყველას რომ უყვარს, ყველასთვის რომ მისაღებია, ყველასთვის, რომ საყვარელია და იმის გვერდით ყველას რომ უხარია ყოფნა, იმის მიღება არაფერი დიდი ბედენა არ არის და ქრისტეც ზუსტად ასეთ რამეს აკეთებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქრისტიანობა და არა მორალისტობა”, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ავტორი: Prime Time

X