12:49 | 2020-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემერჯენს ცენტრი იქმნება – რა არის მისი ფუნქცია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემერჯენს ცენტრი იქმნება – რა არის მისი ფუნქცია

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება საგანგებო მიღება პაციენტების და ეს იქნება ემერჯენს ცენტრი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება პაციენტების დატრიაჟება და შემდეგ მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება.

 

„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება საგანგებო მიღება პაციენტების და ეს იქნება ემერჯენს ცენტრი. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების დატრიაჟება და შემდეგ მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება. იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინო ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X