13:24 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

 

„ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, – განაცხადა გოფოძემ.

 

მისი თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტი იმყოფება, საიდანაც, 40-ს აქვს კორონავირუსი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X