13:08 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ, 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ერთი კი კორონავირუსით ინფიცირებულია.

 

მედიცინის დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული პაციენტი, 50 წლამდე ქალია, მას თანდართული დაავადებები არ აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ამ დროისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში 6 პაციენტი გადის მკურნალობას, რაც შეეხება, სავარაუდო კორონავირუსის შემთხვევებს, დღეს 16 პაციენტი გაიტესტება.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X