15:39 | 2020-04-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: პლაზმის გამოყენებამ შესაძლებელია სხვა გართულებები გამოიწვიოს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: პლაზმის გამოყენებამ შესაძლებელია სხვა გართულებები გამოიწვიოს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის,ლევან გოფოძის განცხადებით, გამოიყენებენ თუ არა ე.წ. პლაზმას ინფიცირებული ადამიანის მკურნალობის სქემაში ჯერ დადგენილი არ არის.

 

მისივე თქმით, პლაზმისმ გამოყენებამ შესაძლებელია სხვა გართულები გამოიწვიოს.

 

„ეს მხოლოდ ექსპერიმენტის დონეზეა. რიგი ქვეყნები, ცდილობენ ამ მიმართულებით იმუშაონ, მაგრამ მყარი რეკომენდაცია, რომ ეს პლაზმა შესაძლებელია გამოიყენონ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ მიუღია.

 

თუ ვინმე იყენებს ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილებაა.ამის გამოყენებამ შეიძლება სხვა გართულებები გამოიწვიოს.

 

ამის შესახებ ჯერ ცოდნა არ დაგროვილა, ამიტომ ჯერ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ვერავინ ვერ მისცემს რეკომენდაციას, რომ ვინმემ გამოიყენოს.

 

ძალიან რთული იმ ადამინების აღმოჩენა ამ ეტაპზე, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი და მყარი იმუნიტეტი აქვთ.

 

ის ადამიანები კი, რომლებიც ხანგრძლივად რჩებიან კლინიკებში, მათგან დონორის პლაზმის დამზადება უბრალოდ შეუძლებელია. რადგან ეს მარტივი  არ არის,“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

 

  • გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი.

 

  • კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X