15:21 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

რესპუბლიკურიდან პაციენტებს სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ

რესპუბლიკურიდან პაციენტებს სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოში ინფიცირებულთა მკურნალობა უკვე შესაძლებელია და პაციენტთან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში იგი სხვა კლინიკაში აღარ გადაჰყავთ.

 

მისი თქმით, საავადმყოფო ყველანაირად არის აღჭურვილი, რომ ინფიცირებულებს უმკურნალოს.

 

„ჩვენთან თუ ვადასტურებთ შემთხვევებს, აღარ გადაგვყავს სხვა კლინიკაში და ვაგრძელებთ მკურნალობას. რესპუბლიკურ საავადმყოფოს სრული შესაძლებლობა აქვს უმკურნალოს ინფიცირებულებს პროტოკოლის სრული დაცვით“,- განაცხადა გოფოძემ.

 

მან დაინფიცირებულ ექიმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოში არცერთი დაინფიცირებულ მედპერსონალი არ არის.

 

„კლინიკის გვაქვს სრული აღჭურვილობა მედპერსონალისთვის. საშუალო და მცირე პერსონალი სამედიცინო გუნდის უფრო მოწყვლადი ნაწილია, ამიტომ ყველა, სრულად არის აღჭურვილი.

 

ჯერჯერობით მარაგი გვაქვს და ყოვედღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ დაგვრჩეს მედპერსონალი სათანადო დაცვის გარეშე. გვაცვია ისე, როგორც ეს პროტოკოლშია გაწერილი.

 

ამიტომ ჩვენს მედპერსონალს ჯერჯერობით არ აქვს კოროანვირუსი“,- აღნიშნა მან.

 

2 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-04-062 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X