
„რეანიმაციაში მყოფ ორ პაციენტს ვირუსი არ უდასტრუდებათ, მაგრამ ორივეს ძალიან მძიმე პნევმონია აქვს“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მათგან მხოლოდ ერთია კოვიდ ინფიცირებული.
გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და ნეგატიური პასუხი მოვიდა. დღეს კიდევ 16 პაციენტის პასუხები გახდება ცნობილი.
ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მეორეს მდგომარეობა კი შედარებით გაუმჯობესდა. ორივეს აღენიშნება თანმხლები დაავადებები. ერთ-ერთი არის მარნეულიდან“,- აღნიშნა მან.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















