
რესტორნებს მუშაობის განახლებისათვის რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის ტემპერატურის გაზომვა.
ამის შესახებ „საქართველოს პირველ არხს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.
როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, მოთხოვნებს შორისაა, რესტორნის სტუმრების ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა.
„რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის ტემპერატურული სკრინინგი მომსახურების მიღებამდე, სადეზინფექციო სამუშოები, მაგიდების განლაგება, შესაბამისი დისტანცია“, – ამბობს ბექა ფერაძე.
ცნობისთვის, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
ასევე, დაგაინტერესებთ:
4 შეზღუდვა, რომელიც 18 მაისიდან მოიხსნება
ხათუნა ზახაშვილი სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეკომენდაციებს განმარტავს






















