
პაატა იმნაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია.
მისი თქმით, რესტორნებში მაგიდების განთავსების ადგილები იქნება მონიშნული.
„შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია.
რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ როგოც მონიშნული იყო, ვთქვათ, ეკლესიების ეზოებში, სად უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული.
როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი.
ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.























