
ცნობილი გახდა, რომ ყვარელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის თელაველი მზარეულია, რომელიც რესტორან „ძველ ვერანდაში“ მუშაობდა. „პრაიმტაიმს“ რესტორნის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ მელიქიშვილმა სამსახური რამდენიმე ხნის წინ დატოვა.
გავარკვიეთ, რომ მელიქიშვილს „თიბისი ბანკში“ სესხი ჰქონდა აღებული და ბანკმა მისი კუთვნილი სახლის აუქციონზე გატანა გადაწყვიტა.
ცნობისთვის: ხელყუმბარით შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიჭრა და 13 მძევალი აიყვანა.
რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა მძევლების უვნებლად გათავისუფლება და ბრალდებულის დაკავება მოახერხეს.
ნახეთ სხვა სიახლეები ⇓
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















