
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანრე გეჯაძე “პოს ტვ-ის” ეთერში უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქალბატონი შეცდომაში შეიყვანეს.”
როგორც გეჯაძემ აღნიშნა, რაზეც უკრაინელმა ექსპერტმა ისაუბრა სიცრუეა.
„მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ ეს ქალბატონი („მთავარი არხის რესპონდენტი, უკრაინელი დამოუკიდებელი ექსპერტი) შეცდომაში შეიყვანეს. ვინ, ან რა ნაწილები უთარგმნეს ამ საექსპერტო დასკვნის. მან ბრძანა, რომ ნაადრევ გვამურ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოხატულია გვამური გაშეშებაო, რაც შეეხება მოგვიანებით გვამურ მოვლენებს, ანუ ლპობით პროცესებს, ადგილი არ ჰქონიაო.
საექსპერტო დასკვნაში, რომელსაც ხელს ჩემი წარმომადგენელი, კახა ერისთავი აწერს, წერია:
„გვამის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში მითითებულია: გვამის სახე, გულ-მკერდი და ორივე ზემო კიდური დაფარულია მომღვრიო, მომწვანო, მორუხო ფერის ლპობითი ბადით. ეს ლპობითი პროცესების უტყუარი ნიშანი. რაზეც ქალბატონი ამბობს, რომ ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონია.
ეს ოქმი შემდეგი ჩანაწერით მთავრდება:
„გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში. ეს მან წაიკითხა, თუმცა არ წაუკითხავს, რომ ლპობით პროცესებს ადგილი ჰქონდა“.























