
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, ის რეზიდენტურას მორჩა.
„ისე მართლა, რეზიდენტურას მოვრჩი… უკვე დავასრულე ჩემი სწავლება და შეიძლება ითქვას, უკვე ერთი ნაბიჯია პრაქტიკული საქმიანობისკენ.“ – ამბობს გიორგი.
შეგახსნებთ, ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ ის ჯერ რეზიდენტია და არა ექიმი. ღოღობერიძე კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.






















