23:56 | 2020-04-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რიაზანში მამაკაცმა 5 ადამიანი ჩაცხრილა, მიზეზი – საგანგებო მდგომარეობის დროს ხმაურის გამო

რიაზანში მამაკაცმა 5 ადამიანი ჩაცხრილა, მიზეზი – საგანგებო მდგომარეობის დროს ხმაურის გამო

რიაზანის რაიონში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კასიმოვსკის რაიონის სოფელ ელატმაში ადამიანების მასობრივი მკვლელობის გამო.

 

რუსული ვებგვერდის, TFR-ის ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 4 აპრილს, საღამოს 10 საათზე, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან შენიშვნა მისცა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ქუჩაში, მისი ფანჯრების ქვეშ, რომ იყო საგანგებო სიტუაცია და არ შეიძლებოდა ხმაური.

 

ამას მოჰყვა სიტყვიერი კონფლიქტი. მამაკაცი შინ შებრუნდა და გარეთ სანადირო თოფით გამოვიდა. ხუთი გასროლით ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი მოკლა. ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა.

 

მკვლელი დააკავეს და დანაშაულის იარაღი ამოიღეს. გამოძიება გრძელდება.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X