
რიონის ხეობაში, სადაც “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ, აქცია უნდა გაიმართოს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული ჰესის აშენება დაუშვებელია და ხელისუფლებას აღნიშნულის უფლებას არ მისცემენ.
სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ, რასაც მოქალაქეები აპროტესტებენ.
12:00 საათზე სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს.
მოქალაქეები რიონის ხეობაში აქციას 161 დღეა, მართავენ.
გუშინ, 3 აპრილს ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. პროტესტის პარალელურად პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდა. დააკავეს 2 აქტივისტი.






















