
ადამიანების უმეტესობა, კორონავირუსით დაინფიცირებაზე მეტად, უსამსახუროდ დარჩენაზე შიშობს, – ამის შესახებ კომპანია „ანოვას“ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გამოკითხულთა 77%-ს შესაბამისი დანაზოგი არ აქვს, ხოლო 43%-ს უსამსახუროდ დარჩენის ეშინია.
„გამოკითხულთა 40% აგრძელებს დისტანციურად მუშაობას, უხელფასო შვებულებაში 12% გაუშვეს, 43% უსამსახუროდ დარჩა, გამოკითხულთა 22% არ აქვს შესაძლებლობა კარანტინში კიდევ ერთ თვეს დარჩეს, 77% შესაბამისი დანაზოგი არ აქვს.
26% სამსახურის დაკარგვაზე წუხს, 25% დოლარის და ევროს კურსის ზრდა აწუხებს. 14% ფიქრობს, რომ შესაძლებელია ქვეყანაში პროდუქციის მარაგი ამოიწუროს,“- აღნიშნულია კვლევაში.
ასევე მომატებულია ფასები პროდუქტებზე. მაგალითად, ერთი კილოგრამი ნიორი 318%-ით გაიზარდა.
„ლიმონი 151%-ით გაძვირდა, ვაშლი -77%, ჭარხალი -54%, ხილი-45%, ხორცი-15, ზეთი და ცხიმი -11%,“ – აღნიშნულია კვლევაში.






















