01:37 | 2021-04-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი ადამიანმა ვაქცინაზე  – პაატა იმნაძის განმარტება

რის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი ადამიანმა ვაქცინაზე  – პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამი ვაქცინა, რომელთა შორისაც საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

 

 

„“ფაიზერი“, ეს არის რნმ [რუბონუკლეინის მჟავა], ანუ სატრანსპორტო რნმ, ინფორმაციული რნმ – სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა წარმოიქმნას გვირგვინები რომ აქვს ვირუსებს – კორონავირუსის გვირგვინზე სპაიკ-ცილა, რომლითაც იჭრება ის ადამიანის უჯრედებში და ეს რომ წარმოიქმნას ხელოვნურად, ჩვენივე ორგანიზმში და შემდეგ ამაზე ჩვენივე ორგანიზმმა გამოიმუშავოს იმუნიტეტი.ეს რნმ არის გახვეული ლიპიდური ნაწილაკების გარსში. ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა.

 

 

მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი პოზნერს - სააკაშვილი​
2021-04-01მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი პოზნერს - სააკაშვილი​

 

ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ზუსტად იგივე რნმ არის ჩასმული ადენოვირუსში, ეს ადენოვირუსი არ მრავლდება ჩვენს ორგანიზმში, დაიშლება, იქიდან ჩვენს უჯრედში რომ მოხვდება ეს რნმ, რომელიც არის სპაიკ-ცილის წარმომქმნელი, ორგანიზმი დაიწყებს იმუნიტეტის გამომუშავებას.

 

 

ჩინური ვაქცინა არის უფრო ძველი მეთოდებით დამზადებული, რომელიც დიდი ხანია, გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად – აღებულია კორონავირუსი, გარკვეული მეთოდით ეს კორონავირუსები იქნება დახოცილი, ინაქტივირებული და შემდეგ, ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ორგანიზმში შეიქმნას იმუნიტეტი კორონავირუსი საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X