16:03 | 2021-09-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

როდემდე შენარჩუნდება გრილი ამინდები – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება გრილი ამინდები – სინოპტიკოსების უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

 

საქართველოში 10 სექტემბრამდე კვლავ გრილი ამინდი შენარჩუნდება.

 

10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

 

8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

 

ქ. თბილისში 6-7 სექტემბერს სითბოს ფონზე (+26, +28 გრადუსი) ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 8 სექტემბერს გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამიდარებს და დათბება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X