23:30 | 2021-06-21 ავტორი: Prime Time

როდესაც გიორგი მოკლეს ჩემს ცხოვრებაში ჩამოწვა წყვდიადი – როგორ აუხსნა სანდრო სანაიას დედამ, რომ მას მამა მოუკლეს

როდესაც გიორგი მოკლეს ჩემს ცხოვრებაში ჩამოწვა წყვდიადი – როგორ აუხსნა სანდრო სანაიას დედამ, რომ მას მამა მოუკლეს

სანდრო სანაიას დედა, ხათუნა ჩხაიძე გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გიორგი სანაიაზე საუბრობს.

„მუდმივად მაწუხებს ეს სამი კითხვა“ - რა კითხვები აქვს სანდრო სანაიას მამის მკვლელობაზე 
2021-06-21„მუდმივად მაწუხებს ეს სამი კითხვა“ - რა კითხვები აქვს სანდრო სანაიას მამის მკვლელობაზე 

 

მისი თქმით, როდესაც გიორგი მოკლეს მის ცხოვრებაში წყვდიადი ჩამოწვა.

 

„სანდრო 5 წლის იყო როდესაც მამა მოუკლეს. მე მას პირადად ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გიორგის სული უკვდავია და ბავშვს მაინც ჰქონდა ის შეგრძნება, რომ მამა მასთან იყო.

 

სანდრო როდესაც დაიბადა, მე და გიორგი ყველაფერს ერთად ვათანხმებდით. არ ვიცოდი როგორ გამეზარდა მარტოს ბავშვი. ძალიან რთული იყო მარტო დარჩენა. არასდროს არ მიფიქრია, რომ გიორგის რამე მოუვიდოდა, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. როდესაც გიორგი მოკლეს ჩემს ცხოვრებაში ჩამოწვა წყვდიადი, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სანდრო, რომელიც ძალას მაძლევდა.

 

სანდრომ იცოდა, რომ გიორგი იყო მისი პროფესიის ერთგული.

 

როდესაც გავიგე, რომ კურიერის წამყვანი იქნებოდა, თან გამიხარდა და თან დამწუხრებულიც ვიყავი, გამახსენდა გიორგი. ვუთხარი, რომ მხოლოდ კეთილი საქმეები უნდა აკეთოს და მასზე დიდი პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს გიორგი სანაიას მეუღლე.

ავტორი: Prime Time

X