13:16 | 2020-07-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როდესაც შენგელია ამერიკაში თამაშობდა, არავინ განიკითხავდა – რუსი ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების კაპიტნის რუსეთში თამაშზე (ვიდეო)

როდესაც შენგელია ამერიკაში თამაშობდა, არავინ განიკითხავდა – რუსი ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების კაპიტნის რუსეთში თამაშზე (ვიდეო)

კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის არმიის კლუბ „ცსკა“-ში გადავიდა, რუსულ მედიაში გამოხმაურებები მოჰყვა.

 

კერძოდ, რუსი ჟურნალისტი განიხილავს ქართველების კომენტარებს შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის.

 

„კალათბურთელი თავად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა“ – ამბობს ჟურნალისტი და ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ სტატუს კითხულობს, „ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“.

 

ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას - თორნიკე შენგელია
2020-07-11ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას - თორნიკე შენგელია

 

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი არტიომ შეინინი გადაცემაში „დრო გვიჩვენებს“ ამბობს, რომ თორნიკე შენგელიას პატრიოტიზმსა და საქართველოს სიყვარულზე არავინ საუბრობდა, მაშინ როდესაც ის ამერიკულ კლუბებში თამაშობდა.

 

„ამ ამბავში თვითონ სპორტსმენი, რომელიც ამბობს ყველაზე ჯანსაღ სიტყვებს „უცნაურია აუხსნა ვინმეს ჩემი პატრიოტიზმი და სიყვარული საქართველოს მიმართ“.  მაგალითად, როდესაც ის თამაშობდა ბრუკლინში, არავის მოსვლია აზრად ეთქვა, რომ მას ამერიკა უფრო უყვარდა ვიდრე საქართველო. როდესაც ის თამაშობდა „ჩიკაგო ბულსში“ მაშინაც არ განიკითხავდნენ. ეს კომენტარები სოციალურ ქსელში, რომელსაც წერენ არიან არაჯანსაღი კატეგორიის ადამიანები, ისინი ამისთვის არიან შექმნილები, თუმცა, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტისადმი, მე ვერ ვიგებ რისთვის აკეთებს ის ამას…“ – ამბობს არტიომ შეინინი.

 

ცნობისთვის, კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

თორნიკე შენგელიას ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და თქვა, რომ მსგავსი საქციელი მისთვის მიუღებელია.

 

თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამაც.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X