
კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შედეგად, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ მთავრობა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობას 13 მაისის შემდეგაც არ განაახლებს.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ამასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი გადაწყვეტილება არ მიუღია და როგორც თავიდანვე განაცხადეს, მუნიციპალური ტრანსპორტი 13 მაისიდან ამუშავდება.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 3-12 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ცნობისთვის, 6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 1806 ადამიანი დიანფიცირდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 1144, ხოლო გარდაიცვალა 20.






















