22:37 | 2020-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 -20 აპრილს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

ჰაერის ტემპერატურა 19 აპრილს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.

 

21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.

 

ქალაქ თბილისში 18 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

 

ჰაერის ტემპერატურა 18- 20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X