11:40 | 2021-08-24 ავტორი: Prime Time

როდიდან იქნება სავალდებულო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება – ივანე ჩხაიძის პასუხი

როდიდან იქნება სავალდებულო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება – ივანე ჩხაიძის პასუხი

იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვაქცინის მესამე დოზის მიღება სავალდებულო გახდეს.

 

„არ მგონია, რომ ეს უახლოესი კვირებისა და დღეების საკითხი იყოს, ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პირველი და მეორე დოზით ვაქცინაცია. ბუსტერ დოზა მეორე ვაქცინაციიდან 6-12 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

 

ჯერჯერობით ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არც ვაქცინის მწარმოებლის, რომელიმე მარეგულირებლის მიერ მიღებული არ არის, თუმცა გავიმეორებ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X