12:04 | 2021-09-06 ავტორი: Prime Time

როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? – კახა კალაძე მზადყოფნას აცხადებს

როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? – კახა კალაძე მზადყოფნას აცხადებს

როგორც კი ჩვენ მოგვცემენ შესაძლებლობას და გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან არის მიღებული.

 

„რატომ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვა? იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად, გვეღუპებოდა ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად და შესაბამისად, მობილობის დაგდება ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა და დღეს უკვე ხედავთ შედეგებს. უკვე წამოსულია ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ და როგორც კი ჩვენ გვეტყვიან, რომ გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაშინვე – მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები დაიწყებენ მუშაობას. მესმის, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ჩემთვის მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება”, – განაცხადა კალაძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X