
მე კორონავირუსი გადავიტანე და ანტისხეულები საკმაოდ ჭარბად მაქვს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მისი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს.
„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა – 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.






















