16:10 | 2021-02-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდის ჩაინიშნება ნიკა მელიას სასამართლო სხდომა – ამირან გულუაშვილის განმარტება

როდის ჩაინიშნება ნიკა მელიას სასამართლო სხდომა – ამირან გულუაშვილის განმარტება

უმრავლესობამ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს, მხარი დაუჭირა.​

 

როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი – ამას გენერალური პროკურორი ამირან გულუაშვილი განმარტავს.

 

„ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამართლო სხდომა, სადაც მხარეთა არგუმენტების მოსმენა მოხდება“, – განაცხადა გულიაშვილმა.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X