00:25 | 2020-05-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები უნივერსიტეტებში – განათლების მინისტრის პასუხი

როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები უნივერსიტეტებში – განათლების მინისტრის პასუხი

„ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით,სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები.

 

„ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაყოფილია ეტაპებად და მეექვსე ეტაპზე, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროცესებს, უნივერსიტეტებში ჩატარდება ფინალური გამოცდები.

 

დღეს ონლაინ-ფორმატში გვქონდა რექტორთა საბჭოს შეხვედრა, სადაც იყო წარმოდგენილი ყველა უნივერსიტეტის რექტორი და მათთან ამ გრაფიკთან დაკავშირებული დეტალები გავიარეთ.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ მეექვსე ეტაპამდე ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას.

 

რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე ონლაინ-რეჟიმში ვერ ჩატარდებოდა.

 

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო რეკომენდაციები, სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც ამ პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X