11:01 | 2021-10-03 ავტორი:

როდის ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

როდის ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი მონაცემები ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! - ხატია დეკანოიძე
2021-10-03ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! - ხატია დეკანოიძე

 

პირველ ტურში გამარჯვებულად ითვლება პირი რომელიც 51%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში მეორე ტური ჩაინიშნება.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, 30 ოქტომბერს ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

 

პირველისგან განსხვავებით, მეორე ტურში კანდიდატს აღარ აქვს 51%-ის გადალახვის ვალდებულება. გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

 

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X