00:01 | 2020-03-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როდის და რა შემთხვევაში გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა

როდის და რა შემთხვევაში გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ პარლამენტის თავმჯომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, როდის და რა შემთხვევაში გამოცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

„თუ დადგება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება, მთავრობა დასაბუთებულად მოგვმართავს ამის თაობაზე, ჩვენ განვიხილავთ და დავუჭერთ მხარს, ვსაუბრობ უმრავლესობაზე. როგორც იცით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, რაც უადგილოა. ახლა, სოლიდარობის დროა და ეს მოიუთითებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩაკეტილია ვიწრო პოლიტიკურ ჩარჩოში.“ – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X