18:03 | 2021-03-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდის დაიწყება და რა მასშტაბები ექნება საქართველოში პანდემიის მესამე ტალღას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

როდის დაიწყება და რა მასშტაბები ექნება საქართველოში პანდემიის მესამე ტალღას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „დღის კურიერში“ აცხადებს.

 

 

„ვირუსს აქვს ძალიან მაღალი გავრცელების, რეპროდუქციული მაჩვენებელი. ამ რეპორდუქციული მაჩვენებლის 1%-ის ქვემოთ შენარჩუნებას, ანუ პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს 1 – მობილობის შემცირება და 2 – პირბადის ტარება.

 

ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ - მეუფე თეოდორე ვაქცინაციაზე
2021-03-22ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ - მეუფე თეოდორე ვაქცინაციაზე

 

მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

 

 

ანუ ჩვენ რეალურად ვრჩებით, რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

 

იგეგმება თუ არა გახარიასა და გიორგი ვაშაძის ალიანსი - ნახეთ რას ამბობენ
2021-03-22იგეგმება თუ არა გახარიასა და გიორგი ვაშაძის ალიანსი - ნახეთ რას ამბობენ "სტრატეგია აღმაშენებელში“

 

ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, ეს [მესამე ტალღა] ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებური, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X