12:14 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

როდის ელოდებიან ჩინური კორონავირუსის პიკს – ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემები

როდის ელოდებიან ჩინური კორონავირუსის პიკს – ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი შვიდ ან ათ დღეში იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

სპეციალისტების თქმით, მოსალოდნელი არ არის ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვის მასშტაბური ზრდა.

 

ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 515 ადამიანს აღწევს, რომელთაგან 106 გარდაიცვალა, ხოლო 60 პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსი ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი, ტაილანდი, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, კანადა, ვიეტნამი, სინგაპური, ნეპალი, საფრანგეთი, ავსტრალია, მალაიზია, გერმანია და ფინეთი.

ავტორი: Prime Time

X