18:35 | 2021-12-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში – გურამ მაჭარაშვილის განმარტება

როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში – გურამ მაჭარაშვილის განმარტება

„არ მგონია, კიდევ აინტერესებდეს საზოგადოებას, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეწუხდება და არანაირ ინფორმაციას ნუღარ გაავრცელებს, რადგან აბსოლუტურად დინამიკურად მიმდინარეობს ეს საკითხი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობა პატიმარ სააკაშვილზე საერთოდ არ არის. მსჯელობა შეიძლება, იყოს პენიტენციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომელთა ვალდებულებაა, იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X