
კლინიკებში ყოველდღიურად ახალ საწოლებს ამატებენ, კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კი 8 პროცენტს გადაცდა.
COVID-19-მა ბოლო 24 საათში, 23 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. პანდემიისგან გამოწვეული ვითარების სირთულის გამო, საერთო ჯამში, დამატებით, თითქმის, 7 ათასი საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასი უკვე დაკავებულია.
ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე იყო გადასული, ისევ კოვიდკლინიკებად გადაიქცა.
ქვეყანაში გასამმაგდა ვაქცინირებულთა მაჩვენებელიც, თუმცა, როგორც ჯანდაცვის უწყება ამბობს, ეს საკმარისი არ არის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ნიღბების გააქტიურების გამოყენების შემთხვევაში პიკი, რომელშიც რეალურად ვიმყოფებით, იქნება უფრო ხანმოკლე.
„ეს მოგვცემს ინფექციის გავრცელების შეჩერების საშულებას. თავშეტრისგან თავის შეკავება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და დავუბრუნდეთ ნორმალიზაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს და აშშ-ის მაგალითი მოჰყავს.























