00:01 | 2021-03-15 ავტორი: Prime Time

როდის გაიკეთებს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინას – ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

როდის გაიკეთებს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინას – ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა როდის გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მე როდესაც ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოში შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინის ხარისხი არანაირ კითხვას არ იწვევს და სამხრეთ კორეაში წარმოებული პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ცნობილი ექიმები გაიკეთებენ - ვინ იქნება შემდეგი
2021-03-15დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ცნობილი ექიმები გაიკეთებენ - ვინ იქნება შემდეგი

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.

 

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:

 

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

 

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

ავტორი: Prime Time

X