17:08 | 2021-05-05 ავტორი: Prime Time

როდის გახდება ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

როდის გახდება ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, როდის იქნება ყველა ადამიანისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი საქართველოში.

 

როგორც გაბუნია ამბობს, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დამატებითი დოზები ფართოდ შემოვა ქვეყანაში.

 

„ყველა ადამიანისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გლობალურად შევძლებთ დამატებით დოზების მობილიზებას და ეს იქნება მესამე კვარტალში. ივლისი-აგვისტო ეს იქნება ის ორი თვე, როდესაც დაიწყება ქვეყანაში შედარებით ფართო მოცვა და სექტემბერში იქნება სრული გაშლა საყოველთაო ვაქცინაციის, როგორც ეს გეგმით იყო განსაზღვრული.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს?!
2021-05-05ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს?!

 

ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: 1. ვაქცინების ის დოზები, რომელიც ქვეყანაშია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული და 2. ასევე უკვე ივლისის თვიდან მოხდეს მეტი დოზების შემოტანის ხარჯზე მოსახლეობის ფართო მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 47 949 აცრა ჩატარდა.

ავტორი: Prime Time

X