
11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან უკვე გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
11 და 12 მაისს, დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
13 მაისს კი, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.






















