12:30 | 2021-02-17 ავტორი: Prime Time

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 26 თებერვლამდე არ გამოიდარებს.

 

17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.

 

18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

 

19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.

 

ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა
2021-02-17ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

 

22-24 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

 

25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C.

ავტორი: Prime Time

X