00:19 | 2020-04-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდის გამოიდარებს საქართველოში

როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

 

13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X